საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, მირანდა კაპანაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გრძელდება. მირანდა კაპანაძემ საოცრად იასპარეზა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა. ქართველმა მოჭიდავემ ოთხივე შეხვედრაში ძალიან ლამაზად იჭიდავა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე, კაპანაძემ ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია და საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა. აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არცერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია.
წყარო: europop.ge