რომში, ქირურგებმა 2 წლის სიამის ტყუპი გოგონები ერთმანეთისგან 18-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს, ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციაში 30 ექიმი და ექთანი მონაწილეობდა. ეს საბოლოო ნაბიჯი გახდა 3 ოპერაციისგან შემდგარ პროცესში, რომელიც გოგონების განსაცალკევებლად ჩატარდა.
როგორც გამოცემა წერს, დები ერვინა და პერვინა, იტალიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ბანგუიდან კჯერ კიდევ 2ო18 წლის სექსტემბერში ჩაიყვანეს, ექიმებმა დაადგინეს, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ერთი დის გული ორგანიზმების ფიზიოლოგიური ბალანსის დასაცავად უფრო ძლიერად მუშაობდა.
ოპერაცია 5 ივნისს ჩატარდა და ერთი თვის შემდეგ გოგოები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ინფექციის რისკის გამო მათ რამოდენიმე თვის განმავლობაში დამცავი მუზარადების ტარება მოუწევთ.
როგორც Deutsche Welle წერს, მსგავსი ოპერაციას იტალიაში პირველი იყო.