Developed By Web Features 2024 © All rights reserved
იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.
16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 ჰოსპიტალიზებულია.
ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა.
ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 4 825 ადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 53 578.
წყარო: ტვ1
Developed By Web Features 2024 © All rights reserved