იტალიაში ოზურგეთელმა ემიგრანტმა ქალბატონმა თავი მოიკლა.
_6 თვის წინ წავიდა სამუშაოდ. სამსახური ვერ იშოვა… ოთახში იპოვეს გარდაცვლილი. მგონი, პირდაპირ დაუსაფლავებიათ. ოჯახმა უკვე იცის. მიიღეს შეტყობინება. ქალბატონი 35 წლამდე ასაკისაა და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… ეჰ, ასეთია ემიგრანტის ბედი, _ თქვა ჩვენთან საუბრისას სანდო წყარომ.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
მარინა ჩიხლაძე