იტალიაში ვაქცინაციის ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც გამოცემა Politico იუწყება, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.
52 წლის პაოლო პლუდას და 51 წლის ნიკოლო ზანარდელს ტერორისტული დანაშაული ედებათ ბრალად.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბრეშაში 3 აპრილს ვაქცინაციის ცენტრის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა დაწესებულების ერთ-ერთი პავილიონი. თავდასხმის შედეგად მაცივარში შენახული ვაქცინები არ დაზიანებულა.