იტალიაში იმ მოზარდის დედამ, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე „ზაოდი“ დაწერა, მემორიალის გასასუფთავებლად ნებართვა ითხოვა. ამის შესახებ ქალაქ პულიას მერმა ალესიო ვალენტიმ განაცხადა.
„სამაგალითო საქციელია, მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, – აცხადებს ალესიო ვალენტი.
მემორიალზე წარწერის გაკეთების შესახებ განცხადება მერმა 7 მაისს ღამით გაავრცელა,პოლიციას დამნაშავეების პოვნა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ჩაბმა დაავალა.
მერის განცხადებითვე, მემორიალზე წარწერის გაკეთებით ზიანი მიადგა იმ ადამიანების ხსოვნას, ვის გამოც მემორიალია აღმართული.
ამავე თემაზე:
იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი მიაწერეს