რუმინეთის საგარეო უწყების შემდეგ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ “იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას”.
“საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას.
ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადებაზე, რომელიც დამტკიცდა.
იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოხატა სურვილი, გადაიხედოს თბილისისა და ევროპული კურსის ფაქტობრივი შეჩერებისკენ მიმართული ბოლო გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.