თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი იყო. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთო-ერთ იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა.
უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.





























































