გურმანთა ევროპულ დედაქალაქად რომი აღიარეს. გამოკითხვა საიტმა „TripAdvisor” ჩაატარა 3 ათას ევროპელ მოგზაურში. მარადიული ქალაქი გემრიელი კვების დარგში რესპოდენტთა 18 პროცენტისთვის პირველ ადგილზეა.
როგორც ჩანს, სწორედ მათ არ შეუძლიათ დღემდე იტალიის დედაქალაქში დაგემოვნებული არტიშოკების, პასტა ალა კარბონარას, ხარის კუდებისგან დამზადებული ჩაშუშულის და სხვა დელიკატესების გემოს დავიწყება.
გამოკითხულთა 15% კი არ არის გულგრილი ნატიფი პარიზული სამზარეულოს მიმართ. მესამე ადგილზე 9%-ით ბარსელონა აღმოჩნდა.
ყველაზე ნაკლები პოპულარობით კი გურმანთა შორის დიდი ბრიტანეთის ქალაქების სამზარეულოები სარგებლობს: რესპონდენტთა 19%-ს მიაჩნია, რომ ლონდონში ყველაზე უგემური ევროპული სამზარეულოა. ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა ლივერპულისა და ბირმინგემის სამზარეულოებმა.
ავტორი