სტატისტიკის მიხედვით, იტალიელი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს აწუხებს წონის პრობლემა. რაშია მათი საიდუმლო, იტალიური სამზარეულო ხომ ძალიან კალორიულია.
იტალიურ ოჯახებში მცირე ულუფის მირთმევაა მიღებული. სწორედ ამიტომ აღარავინ ითვლის კალორიებს. იტალიელი ქალები სუფრიდან დგებიან, როგორც კი შიმშილის გრძნობას მოიკლავენ. სასურველია, რომ თეფშზე საკვები დარჩეთ.
იტალიაში ზეითუნის ზეთს თხევად ოქროს ეძახიან. სწორედ მასზე მზადდება ნაციონალური კერძების უმეტესობა. ზეითუნის ზეთს ამატებენ სოუსებსა და სალათებშიც. ის ჩვეულებრივ ზეთზე გაცილებით უფრო სასარგებლოა. პირველ რიგში აჯანსაღებს კანსა და თმას.
ახალი თევზი, ბოსტნეული (განსაკუთრებით პომიდორი და ბადრიჯანი), ბალახეულობა და ლიმონი ის ინგრედიენტებია, რომლითაც არაჩვეულებრივი იტალიური კერძების მომზადება შეიძლება. შეგიძლიათ მიირთვათ პასტაც!
რაც არ უნდა მოხდეს, იტალიელები ყოველთვის საუზმობენ! მიირთმევენ ყავასა და კრუასანს.
იტალიაში პიცას შაბათ-კვირის კერძს ეძახიან.იტალიელები ხშირად ირჩევენ უხორცო პიცას, ყველითა და ბოსტნეულით.
იტალიელები ერიდებიან ლიმონათებს, კოკა-კოლას და სხვა გაზიან, ტკბილ სასმელებს. გაზიანი წყალი ხელს უშლის საკვების მონელებას.

































































