კვლევის მიხედვით, იტალიელი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს აწუხებს წონის პრობლემა. საინტერესოა, რაშია მათი საიდუმლო?
პატარა ულუფები
იტალიურ ოჯახებში მცირე ულუფის მირთმევაა მიღებული. სწორედ ამიტომ აღარავინ ითვლის კალორიებს. იტალიელი ქალები სუფრიდან დგებიან, როგორც კი შიმშილის გრძნობას მოიკლავენ. სასურველია, რომ თეფშზე საკვები დარჩეთ.
მხოლოდ ზეითუნის ზეთი
იტალიაში ზეითუნის ზეთს თხევად ოქროს ეძახიან. სწორედ მასზე მზადდება ნაციონალური კერძების უმეტესობა. ზეითუნის ზეთს ამატებენ სოუსებსა და სალათებშიც. ის ჩვეულებრივ ზეთზე გაცილებით უფრო სასარგებლოა. პირველ რიგში აჯანსაღებს კანსა და თმას.
მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი
ახალი თევზი, ბოსტნეული (განსაკუთრებით პომიდორი და ბადრიჯანი), ბალახეულობა და ლიმონი ის ინგრედიენტებია, რომლითაც არაჩვეულებრივი იტალიური კერძების მომზადება შეიძლება. შეგიძლიათ მიირთვათ პასტაც!
მოკრძალებული საუზმე
ყველამ კარგად ვიცით, რომ საუზმე მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მოხდეს, იტალიელები ყოველთვის საუზმობენ! მიირთმევენ ყავასა და კრუასანს.
ყოველდღიურად არ მიირთვათ პიცა
იტალიაში პიცას შაბათ-კვირის კერძს ეძახიან.იტალიელები ხშირად ირჩევენ უხორცო პიცას, ყველითა და ბოსტნეულით.
უარი გაზიან წყალს
იტალიელები ერიდებიან ლიმონათებს, კოკა-კოლას და სხვა გაზიან, ტკბილ სასმელებს. გაზიანი წყალი ხელს უშლის საკვების მონელებას.


































































