საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
როგორც ეროვნულ ნაკრებში აცხადებენ, ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი.
geo team- ის ინფორმაციით, კიტეიშვილი ტრამვის გამო ჩეხეთთან მატჩსაც გამოტოვებს.