ადამიანები არღვევენ თუ არა, კორონავირუსის პანდემიის დროს სექსუალური კავშირის დამყარებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს? _ ამის დასადგენად დიდი ბრიტანეთის გაცნობის ვებ-საიტმა ,,IllicitEncounters.com“ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 2000 მეტი ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ადამიანები შეიძლება დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
insider.com-ის ინფორმაციით, გამოკითხვისას ხუთი რესპოდენტიდან ერთი აცხადებდა, რომ სექსუალური კავშირის დამყარებასთან დაკავშირებული საკარანტინო წესები დაარღვიეს.
ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხული 2000 ადამიანიდან 400-მა განაცხადა, რომ არღვევენ სოციალურ დისტანცირების შესახებ გაცემულ რეკომენდაციასაც.
როგორც, ვებ-საიტის წარმომადგენლები ამბობენ, წესების დამრღვევი ადამინების 52% აცხადებს, რომ სექსუალური კავშირის წესების დარღვევის გამო, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, 64% კი ამბობს, რომ კვლავ გააკეთებენ.
წესების დამრღვევთა ნახევარის თქმით, სექსუალური კავშირი ჰქონდათ იმ პარტნიორთან, რომლებსაც კარანტინის გამოცხადებამდე ხვდებოდნენ.
გამოცემა, ასევე აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სტატიები და სახელმძღვანელო უსაფრთხო სექსის შესახებ, რომლის თანახმად, პანდემიის დროს მასტურბაცია ყველაზე კარგი ვარიანტია. მაგრამ ყველა ოფიციალური პირი არ იცავს მითითებებს.
დიდი ბრიტანეთის ეპიდემიოლოგი, ნილ ფერგიუსონი, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ჩაკეტვის წესების დანერგვას, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საკარანტინო სექსის წესები დაარღვია მეუღლესთან.