მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი ეფექტიანად აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას. ამ თვისებას მას სძენს ფლავონოიდები; ამ ნივთიერებებს შეიცავს არა მარტო კაკაო, არამედ პომიდორი, წითელი ღვინო და მწვანე ჩაიც. ფლავონოიდები ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტებია, რომლებიც სისხლში ზრდიან აზოტის ჟანგის კონცენტრაციას.
აზოტის ჟანგი აქტიურად მონაწილეობს სისხლძარღვთა კედლებში არსებული უჯრედების ფუნქციის რეგულაციის პროცესში. ე.ი. ფლავონოიდები მართავენ ტვინის სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, რის შედეგადაც საგრძნობლად მცირდება ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი.
ნივთიერება რესვერატროლი, რომელსაც წითელი ყურძნის კანი შეიცავს, ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვთა სიჯანსაღის შენარჩუნებას და ხელს უშლის მხედველობის დაქვეითებას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ასე რომ, ზომიერად წითელი ღვინის სმა სასარგებლოა.