სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა, შესაძლოა, ნინო შეწირულმა რამდენიმე დღეში დატოვოს. ის გურიის გუბერნიაში ინიშნება ერთ-ერთ თანამდებობაზე.
როგორც “გურია ნიუსს“ აცნობეს, შეწირულის ადგილას აღნიშნული სამსახურის ინსპექტორი მანანა ერქომაიშვილის კანდიდატურა მოიაზრება.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს ნინო შეწირული 2016 წლის 5 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
ნინო შეწირული “გურია ნიუსთან“ ოფიციალურად ჩვენს ინფორმაციას არ ადასტურებს.
_ არ არის ჯერ… ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია, ვემზადებით ფაროსანას პროგრამისთვის, არ ვადასტურებ.
საკადრო ცვლილებებს გუბერნიაში არც გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ადასტურებს.
რაც შეეხება მანანა ერქომაიშვილს, ის ჩვენს ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.