ვერძი – მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების დეპარტამენტში, „აკაჩავებს“ ყველას;
კურო – მუშაობს შესყიდვების დეპარტამენტში, ზრუნავს ინვენტარის შეძენა-განახლებასა და კეთილმოწყობაზე, სიამოვნებს სამსახურში სიარული;
ტყუპები – ყველაფერშიკია, მაგრამ იფიქრეს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უნდა ჩაებარებიანათ, იმდენი ილაპარაკა;
კირჩხიბი – რამე ისეთი საქმე მინდა, ჩემთვის რომ ვიყო წყნარადო და ჩააბარეს არქივი;
ქალწული – ორი აზრის გარეშე დანიშნეს ბუღალტრად, რომ თქვა, ძილშიც კი ფორმულებს ვანგარიშობო;
სასწორი – იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს, ვერძის კაჩაობას გადარჩენილ ხალხს უჩივის სასამართლოში;
მორიელი – შიდა ინსპექციაში დანიშნეს, დარღვევის აღმოჩენაზე, პრევენციასა და რეაგირებაზე გიჟდება;
მერწყული – IT დეპარტამენტი აბარია, იდეინნი ტიპია და ისეთ ნოვაციებს ნერგავს ელექტრო მომსახურეობის სფეროში, ორმაგს უხდიან;
მშვილდოსანი – ფინანსური პოლიტიკის მთავარი გამტარებელია, მუშაობს საერთაშორისო დეპარტამენტში, ხშირად მოგზაურობს და ფლობს რამდენიმე უცხო ენას;
თხის რქა – HR დეპარტამენტში მუშაობს, ახალ კადრებს არჩევს კომპანიის მომავალი იდეების და პერსპექტივების შესაბამისად, არის გენერალური დირექტორის მოადგილე;
ლომი – არის კომპანიის გენერალური დირექტორი, მართვისგან სიამოვნებას იღებს და უსწორდება სამსახურში მისულს რომ ყველა მდაბლად ესალმება, თვითონაც უღიმის თავაწეული და სითბოთი სავსე მზერით აჯილდოვებს;
თევზი – არის კომპანიის მესაკუთრე, რომელსაც არავინ იცნობს, არასდროს მისულა სამსახურში, მაგრამ ყოველთვის საქმის კურსშია და რადგანაც ნახევრად სხვა სამყაროშია და ნაკლებად აინტერებსებს ყოველივე, ისვენებს სადმე ფიჯიზე ან ჰავაის კუნძულებზე, ერთობა სერფინგით და ყლურწავს ვისკის, დროდადრო ურეკავს ლომს და პატაკს აბარებინებს (ვექტორული ურთიერთობა აქვთ).