ვენეცია და მისი ლაგუნა არ მოხვდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ სიაში. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ადრე განაცხადა, რომ იტალია არ აკეთებდა საკმარისს იმისათვის, რომ დაეცვა ქალაქი ოვერტურიზმის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხისგან.
მან რეკომენდაცია მისცა დაემატებინა ის მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში.
იტალიის კულტურის სამინისტრო მიესალმა საუდის არაბეთში იუნესკოს კენჭისყრის შედეგს და აღწერა ქალაქის სიაში დარეგისტრირების მცდელობა, როგორც “წმინდა პოლიტიკური”.
„დიდი გამარჯვება იუნესკოს… ვენეციას საფრთხე არ ემუქრება“, – დაწერა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ ხუთშაბათს X-ზე.
გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ქალაქი არ შეტანილიყო „საფრთხის ქვეშ მყოფ“ სიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ადგილი ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას და სთხოვა იტალიას განაგრძოს ამ ადგილის დაცვა.