Reuters-ის ინფორმაციით, იუნესკომ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ახალი შენობების, მათ შორის სტადიონის მიერ ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახის დამახინჯება სახელდება.
ცნობისთვის, ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს დასახელდა.