პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოს დღეს განიხილავს.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. მათი თქმით, ამ ნაბიჯით დაიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.
ოპოზიცია ვეტოს დაძლევას ეწინააღმდეგება. მთავრობის ოპონენტების განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო, გასულ კვირას დაადო.