ქუთაისის მერიის თეთრს დარბაზში ჟურნალისტებმა აქცია პერფორმანსი მოაწყვეს.
ლექსო ლაშქარავას ფოტოები მედიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გამოფინეს ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს და ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერათ. იუსტიციის მინისტრი დარბაზში აღარ შევიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მერიის პრესსამსახურს არ განუმარტავს თუ რატომ არ მივიდნენ მემორანდუმის გასაფორმებლად მხარეები. მხოლოდ ის განმარტეს, რომ დოკუმენტს ხელი მოგვიანებით მოეწერება.
წყარო: fortuna.ge