იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, _ იუწყება ipn.ge.
მათივე ცნობით, ერეკლე ღვინიანიძეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 10 თებერვალს დაუკმაყოფილდა.
უწყებაში მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობენ.
ამასთან, ერეკლე ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობის გარდა, იუსტიციის სახლის კურატორიც იყო.