თელავში, თვითიზოლაციის დამრღვევი 2 პირი იუსტიციის სახლში მივიდა. ამის გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალი 2 დღით დაიკეტა.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტის გამოვლენის გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში სამუშაო პროცესი 17 და 18 მარტს, 2 დღით შერჩერებულია. იუსტიციის სახლში, თვითიზოლაციის წესების დარღვევით, გუშინ 16 მარტს ორი მოქალაქე გამოცხადდა სერვისის მისაღებად. მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს, პოლიციის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში იძულებით გადაყვანეს.
იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში დაუყოვნებლივ დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომლის დასრულების შემდეგ, ფილიალი მუშაობას 19 მარტიდან განაახლებს. ანალოგიური მიზეზით, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, 1 კვირით დაიხურა გლდანის საზოგადოებრივი ცენტრიც.
იუსტიციის სახლი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს.