იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ: სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ კანონმდებლობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს შეგვიძლია უკვე ფართო განხილვა დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, – განაცხადა პრემიერმა.