სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების – ნინო ტყეშელაშვილის, ნათია ალიაშვილის და მორის (კობა) ბარამიას ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოსარჩელეების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, ნინო ტყეშელაშვილი, ნათია ალიაშვილი და მორის (კობა) ბარამია, სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებული შევიწროების და მტრული დამოკიდებულების სამიზნე მას შემდეგ გახდენენ, რაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.