იუთუბის ვარკვლავი სახლში დაბრუნების შემდეგ მამამ მოკლა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ერაყში მოხდა.
როგორც ცნობილია, ტიბა ალ-ალი იუთუბერი მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წელს, 17 წლის ასაკში, ერაყიდან საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა. ის საზოგადეობას უყვებოდა დამოუკიდებლობაზე, საქმროზე, მაკიაჟზე და სხვა თემებზე, რითაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. მას 20 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
ამ იანვარში ის დაბრუნდა ერაყში ოჯახის მოსანახულებლად – და მოკლა მამამ. თუმცა, მკვლელობა არ მიიჩნიეს „წინასწარ განზრახულად“ და მამამისს მხოლოდ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ტიბას სიკვდილმა გამოიწვია პროტესტი მთელ ერაყში ეგრეთ წოდებული “საპატიო მკვლელობების” შესახებ კანონის გამო, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ექცევიან ქალებს ქვეყანაში, სადაც კონსერვატიული დამოკიდებულებები რჩება დომინანტური.
გავრცელებული ინფორმაციით, ტიბას მამასთან უთანხმოება ჰქონდა სხვადასხვა საკითხებზე. მამა არ ეთანხმებოდა ტიბას გადაწყვეტილებას განათლების გაუმჯობესების შესახებ და ასევე არც მისი საქმრო მოსწონდა, რომელიც წარმოშობით სირიადან იყო, მაგრამ თურქეთში ცხოვრობდა.
ტიბას ერაყში დაბრუნების შემდეგ კი სახლში კამათი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ 31 იანვარს, ტიბა მაშინ მოკლა, როცა ეძინა.