Sinopharm-ისა და Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ჩინური წარმოების ეს ორი ვაქცინა საქართველოსთვის სრულიად მისაღებია.
„ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევაშია შეფასებული. სინოფარმი ამ მხრივ აღემატება ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებლით შინოვაც-ს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამიზნე ზღურბლი – 50%-ზე მეტი გადალახულია. ასე რომ, ვფიქრობ, დღეისთვის ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი ვაქცინა გვჭირდება“, _ განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში სინოფარმით აცრის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. ქვეყანაში მალე შემოვა Sinovac-ის ვაქცინაც.