ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “ტვ იმედის” ეთერში გიორგი გახარიაზე ისაუბრა.
ივანიშვილმა გახარია და მის თანაგუნდელები საქართველოს ომში ჩართვასა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობაში დაადანაშაულა:
“ამ გარეწარს და მასთან ერთად რომ დგანან, მათ გასამართლება მოუწევთ. თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და როგორ ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობის” მოყვანას და რა კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ომში უნდა ჩართონ, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. გახარიასაც და მისი პარტიის წევრებსაც მოუწევთ გასამართლება. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.