თეა წულუკიანმა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე უპასუხა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ფასი.
„როდესაც თქვენ “ნაციონალური მოძრაობა” ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს. მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადობისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და “ქართული ოცნების” წევრობა არ არის ამისთვის საჭირო,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით მან იუსტიციის სამინისტროს დაუბრუნა ფუნქცია და დღეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა ემუშავა თავის დროზე.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.