,,ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან იმ დაპირებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.
ივანიშვილი ამომრჩეველს საუკეთესო მმართველობის დამყარდებას, ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდებსა და სიღარიძის დაიძლევას ჰპირდება.
„ძალიან ინოვაციური გუნდი იქნება, ჩვენ ვსაჭიროებთ ახალ იდეებს, რომ როგორმე მოვახერხოთ და სიღარიბე დავძლიოთ უფრო სწრაფად და უფრო დიდი ტემპებით. მმართველი გუნდის ეფექტურობა გაიზრდება. არ იფიქროთ, რომ ყველაფერს მე გავაკეთებ.
მთავრობას ექნება მთავრობის როლი, პარლამენტს ექნება პარლამენტისა და პარტიას ექნება პარტიის როლი, რაც ყველაზე სუსტია დღეს. პარტიის გამაგრებაზე ვიზრუნებ, იქ არის საბჭოები და ამ საბჭოების სახით დავეხმარები კონსულტაციებით და მივიღებთ საუკეთესო მმართველობას, რაც მოგვცემს ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპებით ზრდას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ სიღარიბე“, _აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად “მაესტროს”, “იბერიას”, “პალიტრა ნიუსისა” და “ობიექტივის” ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.