“ქართული ოცნების” აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკუდან წასვლის თაობაზე ოპოზიციის წარმონადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება მოჰყვა. “გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ რა შეფასებას აძლევენ ამ ფაქტს “ოცნების” ლანჩხუთელი სახეები.
კომენტარის მოპოვება ჯერ ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილისგან ვცადეთ, რომელიც ამავდროულად პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა. თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
სატელეფონო ზარზე გვიპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, თუმცა, შეფასება ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერც მისგან მოვისმინეთ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით იგი ინფორმირებული არ იყო.