საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმა განიხილება, დეპუტატმა შოთა ხაბარელმა დატოვა. ხაბარელი “გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მკაცრ ნარკოპოლიტიკას ემხრობა. ხაბარელის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოზიციას თავად დააფიქსირებს და დასძენს, რომ პარტიის თავმჯდომარის სურვილია, ქვეყანა ნარკოპოლიტიკის წნეხისგან განთავისუფლდეს.
,,ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვთქვი, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფომ მკაცრი მიდგომა უნდა გამოიჩინოს, რათა ნარკოპოლიტიკა მინიმუმამდე შემცირდეს. ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის, რას ფიქრობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მისი პოზიციაც ასეთივეა, რომ ქვეყანა ამ ვითარებიდან უნდა გამოვიდეს. ლეგალიზაციაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს და დეკრიმინალიზაციაც ისე უნდა იყოს მიღებული, რომ მთლიანად არ წავახალისოთ ნარკომანია ქვეყანაში“,_ გვითხრა ხაბარელმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.