მიხეილ სააკაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა.
“ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით.
ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ“, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.