საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგისტრაციის მისამართი შეიცვალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად ივანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას თბილისში მისცემს _ უფრო კონკრეტულად კი სოლოლაკში.
გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა საცხოვრებელი რეგისტრაციის მისამართი გასულ წელს შეიცვალა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი პოზიცია თბილისში დააფიქსირა.
დოკუმენტების თანახმად, 2014 წელს, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ოზურგეთში, სოფელ ნატანებში იყვნენ რეგისტრირებულები და არჩევანიც ნატანების საარჩევნო უბანზე გააკეთეს.