,,არა ჩიტებო, ნამდვილი მეცენატები პოლიტიკაში არ მიდიან, რადგან შემდგომში , მათი შესაძლო “ქველმოქმედება” არ იქნას აღქმული მოსყიდვად…
არცერთი დიდი ქველმოქმედი , როგორიცაა მაგ. კარნეგი, ბილ გეიტსი, მორგანი, როკფელერი, ჰენრი ფორდი, პოლიტიკაში არ წასულან, რათა შემდგომში ეჭვქვეშ არავის დაეყენებინა, მათი ქველმოქმედების მოტივაცია.
ფაქტია, რომ ივანაშვილს აქვს წილი “გაზპრომში”, გაზპრომი კი რუსული სახელმწიფო კომპანიაა, რომელსაც რუსეთი მსოფლიოს დასაშანტაჟებლადა და ომის საწარმოებლად იყენებს.
თავის დროზე, კრემლმა, “გაზპრომი”-ის მეწილე, საფრანგეთის მოქალაქე- ბორის ივანაშვილი აღჭურვა მილიარდებით და ჩანერგა, ჩვენი ქვეყნის წიაღში, რომ მას, მაქსიმალურად აერია სიტუაცია ისე , რომ მისი დაპყრობა უკვე თითქმის გაფორმების დონეზეღა დარჩენილიყო . არსებობის შემთხვევაში მაგ. “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანება და ოფიციალურად რუსეთზე მიბმა…
ვანიშვილმა გამოჩენისთანავე დამოძღვრა სრულიად ერი და ბერი, დაგვცინა და გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ , პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართ , მე უნდა მემსახუროთ, ვისაც ვერ დაგიმონებთ, შეგისყიდით ზოგს საცალოდ , ზოგსაც ბითუმადო და თავზე წამოგვაჯდა!
ამ დროს კი პირიქით არის – ჩვენს ქვეყანაში, ყველა ის ადამიანი, ვინც პატივისცემას იმსახურებდა, სწორედაც რომ მილიარდერი კიარა, ყველა დროის საქართველოში , საკმაოდ შეჭირვებული იყო! _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე.































































