“ივანიშვილი არის მასტერი საკუთარი გუნდის წევრები ბოლომდე ნეხვის კასრში ჩასვას. დღეს ვიხილეთ კალაძე, პრაქტიკულად, მოსალოდნელ დარბევაზე, რომელმაც პირადი პასუხისმგებლობა აიღო. ივანიშვილმა ის, უბრალოდ, ჩურჩხელასავით ამოავლო ნეხვის კასრში, ეს არის მისი მართვის სტილი”,– განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერის მიერ აქციაზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების თავების თვლა სამარცხვინო საქციელია.
“ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, მეორედ უჩვენა შუა თითი საკუთარ მოქალაქეებს”, _ განაცხადა უგულავამ.
ის ამწუთებში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად პარლამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც 3 საათზე ბიუროს სხდომა იყო ჩანიშნული, მაგრამ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინეს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.