ივანიშვილსაც კი რამდენჯერმე მოუწია იმის აღიარება, რომ “ქართული ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს _ განაცხადა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, “სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე აგვისტოს ომთან და რუსეთთან დაკავშირებით, ამ პოზიციაზე ივანიშვილის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის 28 ოქტომბრის არჩევნებზე წერტილი უნდა დავუსვათ ივანიშვილის ხელისუფლებას”:
_ “ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს და მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ასეთ ადამიანს, ვისთვისაც ქართული სახელწმიფო და ჩვენი მომავალი უფრო წინ დგას, ვიდრე პარტია და პარტიული ინტერესი – განაცხადა დავით ბაქრაძემ.