ივანკა ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასისტენტად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როგორც არანაზღაურებადი თანამშრომელი უკვე გაწევრიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტების ნაწილი ივანკა ტრამპის პრეზიდენტის ასისტენტად დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
როგორც ცნობილია, ივანკა ტრამპის მეუღლე, იარედ კუშნერი პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია.
კრიტიკოსების თქმით, ივანკა ტრამპის საქმიანობა სხვა თანამშრომლების მსგავსად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს.
ივანკა ტრამპის ადვოკატის, ჯემი გორელიკის თქმით, მისი კლიენტი ოფიციალურ ეთიკის წესებს ექვემდებარება.