დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისისი თვიდან ქვეყანაში, ყოველდღიურად 20-25 ათასი აცრა უნდა გაკეთდეს.
მისივე განმარტებით, ვაქცინების შესაბამისი მარაგები ქვეყნისთვის უკვე გარანტირებულია.
“თუ დღეს ჩვენ, ივნისში, ყოველდღიურად 5 800-6 000 ვაქცინას ვაკეთებთ ქვეყნის მასშტაბით, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე. ამისთვის, შესაბამისი მარაგები, დიდი ალბათობით, გარანტირებულია ქვეყნისთვის და ამიტომაც ამავე დროს, ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.