UNIAN-ს ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ სამხედრო ჟურნალისტმა და ბლოგერმა ალექსანდრე შულმანმა დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის გერასიმოვი მარცხენა ფეხშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, რუსეთის არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები ისხდნენ სამეთაურო პუნქტში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 20 ოფიცერი.
Telegram არხის, Insider Ukraine-ის და ვერტიკალის ცნობით, 30 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან ახლოს რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს იერიში, სადაც გერასიმოვიც იმყოფებოდა. ის ახლა ცდილობს დატოვოს იზიუმი, სადაც ოკუპანტებს დიდი ზარალი მიადგათ.
რუსეთის გენშტაბის უფროსის დაჭრის შესახებ იუწყება ასევე Украина Online-ი.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია გერასიმოვის პირადი მცველი, გენერალ-მაიორი სიმონოვი.
ავტორი