შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, კოვიდინფიცირებული მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.