ეს მალამო თავისი აქტიური ინგრედიენტების გავლენით, კურნავს სხვადასხვა სახის კანის დაავადებებს და არა მარტო მათ. ცხადია, რომ მისი კონსისტენცია სხეულის ტემპერატურაზე ლღობადია და ძირითადად გარეგანი გამოყენებისთვისაა – ჩირქიან გამონაყარზე, დამწვრობაზე და ა.შ.
მალამოს შეუძლია ისეთი დაავადებების განკურნება, როგორიცაა ფიბრომა, მასტიტი, განგრენა, წყლული, ჰაიმორიტი, დამწვრობა, ჩირქიანი ჭრილობა, ეგზემა და სხვა მრავალი. რაც მთავარია, მალამოს დამზადება თავად შეგიძლიათ.
ინგრედიენტები: 1 ჭიქა რაფირინებული ზეთი (თუ შინაგანი გამოყენებისთვის გინდათ, მაშინ ზეითუნის), ასანთის კოლოფის ხელა ფუტკრის ცვილი, კვერცხის გული ნახევარი (მოხარშული).
მალამოს მომზადების წესი: ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ 1 ჭიქა რაფინირებული (ზეითუნის) ზეთი, დაუმატეთ ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი და შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ გალღვება, შემდეგ კი დაუმატეთ მოხარშული კვერცხის გული- ნახევარი. მომზადების პროცესში მუდმივად ურიეთ, რათა ცვილის მასას კვერცხის გული კარგად შეერიოს. მიღებული მალამო მინის ქილაში გადაიტანეთ და შეინახეთ მაცივარში.





































































