დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში გაიმართა ვახტანგ გიგინეიშვილის პიესის “ჯამბაზი პედრო და წრუწუნა მიციკი”-ს პრემიერა.
_რეჟისორის სპექტაკლი პროდუქტია და დღეს ჩვენი დიდი და პატარა საზოგადოების წარმომადგენლები ამ პროდუქტის შემფასებლები იყვნენ. ჯერ სულ სხვა პიესაზე გვქონდა საუბარი, თუმცა მე მაინც ეს პიესა ვარჩიე, რადგან ეს ყველაფერი ბავშვებისთვის იყო, ამ პიესით მსახიობებს უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვებთან და მგონი, ყველა კმაყოფილი დარჩა. ეს პიესა არის გენიალური დრამატურგის, ჩეპოვეცკის. თუმცა, ამ შემთხვევაში მე ეს ყოველივე მივუძღვენი ჩემი პედაგოგის, გივი სარჩიმელიძის ხსოვნას, _ გვითხრა პიესის რეჟისორმა ვახტანგ გიგინეიშვილმა.
ავტორი