კორონავირუსი ამ თვეში პიკს მიაღწევს, აპრილში კი დასრულდება_ აღნიშნული განცხადება გააკეთა Reuters-თან ჯანდაცვის ექსპერტმა ჟონგმა.
ცნობისთვის, ის აქტიურად მონაწილეობდა 2002-03 წლებში გავრცელებულ ვირუს SARS- თან ბრძოლაში.
“ვიმედოვნებ, ეს აფეთქება აპრილში დასრულდება. არ ვიცით რატომ არის ასე გადამდები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს”,_ ამბობს ჟონგი.
მისი თქმითვე ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უხანში ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა და ქალაქის ჩაკეტვა გახდა საჭირო.
როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა ექიმი ლიც, რომელიც პარასკევს გარდაიცვალა.
ჟონგის თქმით, სამხრეთ პროვინციაში ვირუსის გავრცელებამ იკლო რაც კარგია, მაგრამ პაციენტებმა არ იციან შეეყრებათ თუ არა ვირუსი ხელახლა.
ის ასევე ამბობს, რომ პოლიტიკა უნდა დაივიწყონ და გაერთიანდნენ ვირუსთან საბრძოლველად.