ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
ეკატერინე ტიკარაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამედიცინო დაწესებულების იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, თანხმობის შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოდან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება. ჰოსპიტლის აღნიშნული კორპუსიდან ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლა.
ჯერჯერობით, ჯანდაცვის მინისტრის და პოლიპროფილური სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან ტექნიკურ საკითხებსა და სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.