მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოს, სიტუაციის მაქსიმალური კონტროლისკენ მოუწოდებს, რათა ეპიდემია ხელახლა არ აფეთქდეს.
“საქართველო და ყველა ქვეყანა იყენებს კოვიდთან ბრძოლის ერთიან მეთოდს. ჩვენ ვირუსი დასაწყისშივე სერიოზულ საფრთხედ აღვიქვით, ახლა პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ველოდით. პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოში”, _ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენელი.
ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგის თქმით, მნიშვნელოვნად იმატა ძალდობის ფაქტებმა.
“თუ შეზღუდვები ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ველოდებით ძალადობის 31 მილიონამდე შემთხვევას როგორც ქალების, ისე ბავშვების მიმართ”, – განაცხადა ჰანს კლუგიმ.
წყარო: ნიუპოსტი