ოზურგეთის ტექნო-პარკში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და მის ხარისხზე გაიმართა შეხვედრა/დისკუსია. გურიის სამოქალაქო ცენტის ორგანიზატორობით შეხვედრას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ წევრმა კოკა კიღურაძემ აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისების და მომსახურების საკითხი ყველაზე მეტად აინტერესებს.
„სწორედ ეს არის ამ შეხვედრის მთავარი მიზანი. საინტერესოა, რამდენად ითვალისწინებენ პოლიტიკური პარტიები თავისი ამომრჩევლების ინტერესებს საარჩევნო პროგრამებში.
როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას და უკეთესი სერვისის მიწოდებას გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ითხოვს.“ – აღნიშნა საუბრის დროს კოკა კიღურაძემ.
ილია უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ნინო მირზიკაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის კუთხით როგორც გურიაში ისე საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის ერთი და იგივე სიტუაცია არის.
„ სოფლის ამბულატორიები ვერ აკმაყოფილებენ ბაზისურ საჭიროებებს, რადგან არ არის გამართული ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი, გათბობა; კვალიფიციური ადამიანური რესურსი; უმეტეს შენობაში არ არის ტექნიკური ბაზა; არის ექთნების სიმცირე.
ჯანმო-ს მონაცემებით, 1 სულ მოსახლეზე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის მიმართვიანობის საშუალო მაჩვენებელი ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის 6 შეადგენს.
საქართველოში 2.2 არ აღემეტებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის აომქმედების შემდეგ მიმართვიანობა როგორც ამბულატორიული, ასეე სტაციონარულ დაწესებულებებში, მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის და სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვათ რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წინა წელთან შედარებით გაუტოლდა 4.4.
სახელმწიფო დანახარჯების ზრდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მონაწილე პროვაიდერების სელექციის მკაცრი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, 2013-2020 საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 1.6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ამბულატორიული დაწესებულებებათა რაოდენობა 1.4-ჯერ.“ – თქვა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს ნინო ნინო მირზიკაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე სტუმრის სტატუსის იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს საარჩევნო პროგრამებზე.