ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება უფრო სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს.
ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.
ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევასა და არაჯანსაღ კვებასთან ერთ რიგში აყენებს და ორგანიზაციის 194 წერს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ის მოუწოდებს მის 194 წევრ ქვეყანას შეამცირონ გამონაბოლქვი და მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.