ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი, – ამის შესახებ dailysabah წერს.
როგორც გამოცემა წერს, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID 19-ის აღნიშნული ვარიანტია დაფიქსირებული, ერთი კვირის წინ 50-მდე იყო.
როგორც dailysabah წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, დღემდე მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი შტამები დღემდე ცნობილ სახეობებთან შედარებით უფრო გადამდებია, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი ფატალობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევენ.
როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა, აქედან გამოჯანმრთელებულია 69 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი 2 მილიონზე მეტია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 93 000-ით გაიზარდა, ინფიცირების ახალი მაჩვენებელი კი 4.7 მილიონამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ბრიტანული შტამი, პირველად დეკემბრის შუა რიცხვებში იქნა აღმოჩენილი, ჯანმო-ში ფიქრობს, რომ 50% –დან 70% –ით უფრო უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე უკვე ცნობილი თავდაპირველი კორონავირუსი.