“ვიმედოვნებთ, პანდემია ორ წელში დასრულდება”,_ ამის შესახებ Skynews-ის ინფორმაციით განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.„უფრო მეტი კავშირების პირობებში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მის შესაჩერებლად ტექნოლოგიები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება“,_ განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 22 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. პანდემიას დაახლოებით 800 000 ადამიანი ემსხვერპლა.
































































