ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, სპუტნიკ V-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.
WHO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოების პროცესი არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს.
„ვაქცინის წარმოების ერთ -ერთი ქარხნის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ეს ქარხანა არ იყო წარმოების ახალ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და განახორციელოს საჭირო ცვლილებები და მზად იყოს ახალი შემოწმებისთვის”,_ აცხადებს ჯანმო.